ფართოდ გავრცელებული ტრავმები და მათი რეაბილიტაცია
ფიზიკურ ტრავმას ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლოა ქონდეს როგორც მყისიერი ისე გრძელვადიანი გავლენა. ტრავმების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესი განსხვავებულია, დამოკიდებულია დაზიანების ტიპსა და სიმძიმეზე. ტრავმის შემდგომ, სათანადო სამედიცინო დახმარება და სწორი რეაბილიტაცია გადამწყვეტია.
ფართოდ გავრცელებული ტრავმები და მათი რეაბილიტაციის ძირითადი ასპექტებია:
- მოტეხილობა და ორთოპედიული დაზიანებები
- იმობილიზაცია
- ფიზიკური თერაპია : ეტაპობრივად მზარდი ვარჯიშები ძალის, მოქნილობისა და მოძრაობის დიაპაზონის აღსადგენად.
- ქირურგიული ჩარევა : ზოგ შემთხვევაში, მოტეხილობების დროს, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
- ტკივილის მართვა : მედიკამენტებისა და სხვადასხვა თერაპიების მეშვეობით.
- თავის ტვინის ტრავმული დაზიანებები
- ნევროლოგიური რეაბილიტაცია : ფიზიკური და კოგნიტური თერაპია
- მეტყველების თერაპია : მეტყველების და ყლაპვის სირთულეების დასაძლევად.
- ფსიქოლოგიური მხარდაჭერა : თერაპია ემოციური და შემეცნებითი საკითხების სამართავად.
- მედიკამენტები : თანმდევი სიმპტომებისთვის, როგორიცაა ტკივილი, კრუნჩხვა, განწყობის დარღვევა და ა.შ
- ზურგის ტვინის დაზიანებები
- ფიზიკური თერაპია : გაძლიერება, მოქნილობის აღდგენა და ადაპტაციური ვარჯიში.
- ოკუპაციური თერაპია : ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო უნარების გამომუშავება.
- ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
- დამხმარე მოწყობილობების გამოყენება : ეტლი, ყავარჯენი და სხვა ადაპტაციული მოწყობილობები.
- დამწვრობა
- ჭრილობის მოვლა
- ფიზიკური და ოკუპაციური თერაპია: მოქნილობისა და მოძრაობის დიაპაზონის შესანარჩუნებლად.
- ფსიქოლოგიური მხარდაჭერა: ფიზიკური და ემოიცური ტრავმის გამკლავება.
- ნაწიბურის გაწოვა: ულტრაფოფნოფორეზი და სხვა.
- ამპუტაციები
- პროთეზირების რეაბილიტაცია : კიდურების პროთეზის გამოყენების სწავლა.
- ფიზიკური თერაპია : გასაძლიერებელი და მოქნილობის შესანარჩუნებელი ვარჯიშები.
- ფსიქოლოგიური მხარდაჭერა
- ძვალ-კუნთოვანი დაზიანებები (მაგ; დაჭიმულობა,გაწყვეტა ....)
- RICE პროტოკოლი : დასვენება, ყინული, კომპრესია და ელევაცია (ამაღლება) - მწვავე დაზიანებების სამართავად.
- ფიზიკური თერაპია : სამკურნალო ვარჯიში
- ტკივილის მართვა : მედიკამენტები, ცივი და ცხელი საფენების აპლიკაცია
- აპარატურული თერაპია: როგორიცაა ულტრაბგერითი თერაპია ან ელექტროთერაპია ტკივილის შესამცირებლად და ა.შ
- სახსრების დაზიანება (მაგ; დისლოკაცია, იოგების და მყესების რღვევა და ა.შ)
- დისლოცირებული სახსრის შესწორება
- იმობილიზაცია
- ფიზიკური თერაპია: ეტაპობრივი სარეაბილიტაციო ვარჯიშები.
- ქირურგიული მკურნალობა
- ჭრილობის მოვლა : გაკერვა, გაწმენდა.
- საჭიროების შემთხვევაში აცრები
- ნაწიბურის მართვა : ნაწიბურის გაწოვა ან შემცირება სხვადასხვა თერაპიით.
რეაბილიტაციის პროცედურები
ფიზიკური ტრავმების რეაბილიტაცია, ხშირად, მულტიდისციპლინურ მიდგომას მოიცავს. პროცესში ჩართულნი არიან - ექიმები, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტები, ოკუპაციური თერაპევტები და სხვა. რეაბილიტაციის კონკრეტული გეგმა მორგებული უნდა იყოს პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ტრავმის სიმძიმესა და პაციენტის მიზნებზე. ადრეული ჩარევა და რეაბილიტაციის სრულყოფილად ჩატარება აუცილებელია სასურველი შედეგის მისაღებად.
“ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრში შეძლებთ მიიღოთ ყველა ის მომსახურება, რაც ფიზიკური ტრავმის რეაბილიტაციის პროცესის სრულყოფისთვის არის საჭირო. ცენტრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და ცენტრში წარმოდგენილი თერაპიების გასაცნობად ეწვიეთ საიტს - https://rehabilitation.ge/.
ავტორი: ნიუპრესი