ფასები ასტრონომიულადაა გაზრდილი - ინფლაცია უნდა დაითრგუნოს, შემცირდეს -ირაკლი კოვზანაძე
დღეს ჩვენს წინაშე ორი მთავარი გამოწვევაა - კოვიდინფექცია და ინფლაცია. როგორ გავუმკლავდებით ამ ორ პრობლემას, ამაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ეკონომიკის მომავალი უახლოესი წლების განმავლობაში“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას განიხილავდნენ.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, პანდემიის გარდა ინფლაცია და ფასების ზრდა არანაკლებ აწუხებს მოსახლეობას.
„მიმაჩნია რომ ინფლაციასთან დაკავშირებული მდგომარეობა რთულია. გასული წლის დეკემბრიდან მე ამ საფრთხეზე, ფასების ზრდის რისკზე მუდმივად ვსაუბრობდი, ვპროგნოზირებდი. დღეს ეს პროგნოზი სამწუხარო რეალობად ახდა, ფასები ასტრონომიულადაა გაზრდილი და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას ასევე ჩვენს ეკონომიკას“-განაცხადა კოვზანაძემ.
მან შესაბამის სტრუქტურებს უფრო მეტი კოორდინაციისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, მონეტარული ხელისუფლების მხრიდან საჭირო და აუცილებელია უფრო მკვეთრი, ხისტი და დროული გადაწყვეტილებები - ინფლაცია უნდა დაითრგუნოს, შემცირდეს.
ავტორი: ნიუპრესი