|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფასები ყველაზე მეტად საკვებსა და ჯანდაცვის მომსახურებაზე გაიზარდა - საქსტატი

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 10.1 პროცენტით გაიზარდა , - ინფორმაცია  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია. 

ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად ზეთი 20.6 პროცენტითაა გაძვირებული. 

„ფასები 26.3 პროცენტით მომატებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. ზეთი და ცხიმი 20.6 პროცენტითაა გაძვირებული; ყავა, ჩაი და კაკაო – 15.4 პროცენტით. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 10.3 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები კი – 9.6 პროცენტით. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 8.7 პროცენტითაა გაძვირებული. თევზეულზე ფასებმა 7.9 პროცენტით მოიმატა. რძე, ყველი და კვერცხი 7.1 პროცენტით გაძვირდა, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 3.6 პროცენტით, ხილი და ყურძენი კი – 2.7 პროცენტით"- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

ფასები გაზრდილია ჯანმრთელობის სექტორში - ჯგუფში ფასები მომატებულია 9.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.79 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 10.4 პროცენტით გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების, 9.2 პროცენტით საავადმყოფოების მომსახურებისა და 8.4 პროცენტით სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფებზე. 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი