ფეისბუკის მესენჯერი რამდენიმე საათია ხარვეზებით მუშაობს
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფეისბუკის მესენჯერი რამდენიმე საათია ხარვეზებით მუშაობს. ამის შესახებ ინტერნეტმომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან პოსტებს წერენ.
საქართველოში ფეისბუკის მესენჯერი დილიდან ხარვეზებით მუშაობს.
ფეისბუკის ადმინისტრაციას პრობლემის შესახებ ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, პამდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად სამსახურები და სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ონლაინმუშაობაზე არიან გადასული, აქტიურად იყენებენ ფეისბუკის მესენჯერს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



















