ფინანსთა სამინისტრომ ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი წარმოადგინა
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი იმპორტიორებს და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს ფოთში გააცნო.
მინისტრის თქმით, საბაჟო კოდექსის ახალი პროექტი შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: მარტივი და სამართლიანი წესების დამკვიდრება, სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს შექმნა, კიდევ უფრო მეტად მოქნილი საბაჟო პროცედურების დამკვიდრება, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება კერძო სექტორისთვის.
„ფინანსთა სამინისტრომ ევროკავშირის და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით დაასრულა მუშაობა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტზე. ეს არის ევროპული, საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი თანამედროვე საბაჟო კანონმდებლობა, რომელიც ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: მარტივი და სამართლიანი წესების დამკვიდრება, სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს შექმნა, კიდევ უფრო მეტად მოქნილი საბაჟო პროცედურების დამკვიდრება და რაც მთავარია, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება კერძო სექტორისთვის“,- განაცხადა მაჭავარიანმა.
ავტორი: ნიუპრესი