ფინკა ბანკის დეპოზიტები - ახალი წელი ახალი მიზნებით [R]
ახალი წელი ახალი მიზნების დასახვის დროა. რამდენი რამ გვჭირდება - ბინის რემონტი, სწავლა, მოგზაურობა, ახალი საოჯახო ტექნიკის შეძენა, მანქანის გამოცვლა და სხვა უამრავი სურვილის ასრულება. მიზნების მალე მიღწევას ფინანსებისა და დროის სწორად გადანაწილება სჭირდება. ამაში კი ფინკა ბანკის დეპოზიტები დაგეხმარებათ.
დეპოზიტი წარმოადგენს თქვენს ანგარიშზე არსებულ თანხას, რომელიც დროის გასვლასთან ერთად იზრდება. ჩვენი მიზნები ერთმანეთისგან განსხვავდება, რომელთა მიღწევასაც სხვადასხვა ტიპის დეპოზიტის გახსნა სჭირდება. მაგალითად, თუ გაქვთ თანხა, რომელსაც დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოიყენებთ, ვადიანი დეპოზიტი გახსენით - თქვენი დანაზოგი გაიზრდება და დეპოზიტის ვადის გასვლის შემდეგ ანგარიშზე იმაზე მეტი თანხა იქნება, ვიდრე დეპოზიტის გახსნის დღეს; თუ მოგზაურობა გსურთ, ზრდად დეპოზიტს გარკვეული თანხა ყოველთვე ამატეთ და ვადის ბოლოს საგზური თამამად შეიძინეთ; თუ გსურთ ყოველთვის გქონდეთ „ზედმეტი და მარტივად ხელმისაწვდომი“ თანხა, რომელსაც საჭიროების დროს უცბად გამოიყენებთ - შემნახველი დეპოზიტი გამოგადგებათ. ერთერთი საუკეთესო მიზანი შვილების მომავლისათვის თანხის დაგროვებაა, რაც არ უნდა გადადოთ და საბავშვო დეპოზიტი აუცილებლად უნდა გახსნათ.
დაიწყეთ 2020 წელი ახალი მიზნებით - გახსენით დეპოზიტი ფინკა ბანკში, მიიღეთ მაღალი საპროცენტო სარგებელი 12.5%-მდე (ეფექტური 12.68%-მდე) და სურვილები უფრო სწრაფად აისრულეთ.
ფინკა ბანკის დეპოზიტების დეტალური პირობები იხილეთ აქ
ავტორი: ნიუპრესი