|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფიზიკური რეაბილიტაცია ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში

იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის  გაკვეული პრობლემა აქვთ     ფიზიკური რეაბილიტაცია   მნიშვნელოვანი კომპონენტია, იმისათვის რომ დაუბრუნდნენ  ცხოვრების  ჩვეულ წესს. “ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრში შეგიძლიათ  მიიღოთ  უმაღლესი სტანდარტის სარეაბილიტაციო მომსახურება,რომელიც მორგებულია თითოეული პაციენტის უნიკალურ საჭიროებებზე. ცენტრის მიდგომა აერთიანებს უახლეს ტექნიკას და ჰოლოსტიკურ მკურნალობას, ეს ეხმარება პაციენტებს ძალის, მობილურობის და დამოუკიდებლობის აღდგენაში

   

ფიზიკური რეაბილიტაციის მეთოდები

  ფიზიკური რეაბილიტაციაში გამოიყენება ინტერვენციების  ფართო სპექტრ. რამდენიმე ძირითადი მეთოდი,რომელიც ხშირად  გამოიყენება არის:

  • სამკურნალო ვარჯიში - ფიზიოთერაპიის ძირითადი კომპონენტია და მიზნად ისახავს ძალის,მოქნილობის,წონასწორობისა და გამძლეობის გაუმჯობესებას. ვარჯიშების სახეობებია: ძალისმიერი ვარჯიშები,გაწელვ,აერობული ვარჯიშები, ბალანსისა და კოორდინაციის ვარჯიშები. 
  • ელექტროთერაპია - გამოიყენება ტკივილების შესამსუბუქებლად. 
  • ულტრაბგერითი თერაპია - ულტრაბგერითი ტალღებით რბილ ქსოვილებზე ზემოქმედებაა აქვს ისეთი შედეგი როგორიცაა სისხლმომარაგებისა და ლიმფური დრენაჟის გაუმჯობესება, ანთებისა და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მიღება, აღდგენა- რეგენერაციული მექანიზმების გააქტიურება.  
  • ჰიდროთერაპია - გულისხმობს წყალში შესრულებულ ვარჯიშებს. წყლის ბუნებრივი წინააღმდეგობის ძალა, ხელს უწყობს კუნთების გაძლიერებას დამატებითი წონის გამოყენების გარეშე. 
  • სიცივისა და სითბოს თერაპია - თერმული მეთოდები გამოიყენება ტკივილის სამართავად,ანთების შესამცირებლად და შეხორცების ხელშეწყობისათვის.  
  • მანუალური თერაპია - სახსრების,კუნთების და რბილი ქსოვილების მობილიზაციის მეთოდი. ამცირებს ტკივილს და აუმჯობესებს მოქნილობას. 



ფიზიკური რეაბილიტაციის ბენეფიტები

  1. ამცირებს როგორც ქრონიკულ, ასევე მწვავე ტკივილის ინტენსივობას
  2. აუმჯობესებს მობილურობასა და მოქნილობას. 
  3. გეხმარებათ  შემდგომი ტრავმის პრევენციაში 
  4. უზრუნველჰყოფს სწრაფ აღდგენას  პოსტოპერაციულ პერიოდში.
  5. სასარგებლოა სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მართვის პროცესში (მაგ: ართრიტი,გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები,დიაბეტი). 
  6. აუმჯობესებს ბალანსსა და კოორდინაციას. 
  7. აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. 
  8. დადებით ზეგავლენას ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა