Forbes-ის ყველაზე პოპულარული ადგილების ტოპ-ათეულში ბაკურიანი მოხვდა
Forbes-ის რუსულმა ვერსიამ ბაკურიანის კურორტი აქტიური საზაფხულო დასვენებისთვის განკუთვნილი, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ადგილების ტოპ-ათეულში შეიყვანა. როგორც მასალაშია აღნიშნული, ბაკურიანში არის უამრავი შესაძლებლობა აქტიური დასვენებისთვის, მათ შორის საფეხმავლო ტურიზმი, რაფტინგი და სხვა.
Forbes-ი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ბუნება გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით.
პოპულარული საზაფხულო კურორტების სიაში ასევე მოხვდნენ კურორტები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


22:02
17:22
16:31
















