ფოტოკონკურსის "ილო" ჩატარების თარიღი შეიცვალა
ფოტოკონკურსის "ილო" ჩატარების ვადები, პირველად გამოცხადებული ტენდერის ჩაშლის გამო, შეიცვალა.
როგორ ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამთა თურმანიძე აცხადებს, თარიღის შეცვლასთან ერთად ცვლილებები კონკურსის დებულებაშიც შევიდა.
"ნამუშევრების მიღების ვადები გახანგრძლივდა, რადგან ჩვენ დამოკიდებულები ვართ სახელმწიფო შესყიდვებზე. პირველი ტენდერი, რომელიც იყო გამოცხადებული ფოტოკონკურს "ილოს" ორგანიზებაზე, სამწუხაროდ არ შედგა. ამიტომ ხელახლა გამოცხადდა ტენდერი, რომელიც გუშინ დასრულდა. შესაბამისად გადაინაცვლა ნამუშვერების მიღების ვადამაც, ამიტომაც შეტანილი იქნა შესაბამისი ცვლილება თავად კონკურსის დებულებაშიც", - განაცხადა თურმანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფოტოკონკურსზე "ილო" ნამუშევრების მიღება 5 ოქტომბერს დაიწყო. დასკვნითი ღონისძიება კი 14 ნოემბერს TBC გალერეაში გაიმართება.
ავტორი: ხატია ბანძელაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა