|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფსიქიკური ჯანმრთელობა, ადიქციის პრევენცია და ადამიანის უფლებები

ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ადიქციის პრევენცია და ადამიანის უფლებები - დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევებია ჩვენი საზოგადოებისთვის. ამ საკითხებზე „ნიუპრესი“ ფსიქიატრ ნანა ზავრადაშვილსა და ნარკოლოგ თათა ასათიანს ესაუბრა.

       ნანა ზავრადაშვილი, ფსიქიატრი, პროფესორი

ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორც ადამიანის უფლება

ადამიანის უფლებები და ფსიქიკური ჯანმრთელობა ურთიერთგადაჯაჭვულია და ურთიერთგამაძლიერებელი. ადამიანები, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ თავიანთი უფლებების რეალიზაციას და არის რისკი, რომ მათი უფლებები შეიძლება დაირღვეს. პირიქით, თუ ადამიანის უფლებები დაცული არ არის, მაშინ, სავარაუდოდ, ეს იმოქმედებს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუ ქვეყანაში, ზოგადად, მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები, ეს ნეგატიურად აისახება მთელი მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. 

ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები

-ჯანმრთელობის უფლება არის ფუნდამენტური უფლება და ნიშნავს, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტის თანამედროვე სერვისები. როგორც ხედავთ, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლებები გათანასწორებულია და გათანაბრებულია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ასე არ ხდეება, რადგან ისტორიულად, წლების განმავლობაში, ფიზიკური ჯანმრთელობა, ზოგადად, სომატური ჯანმრთელობა ცალკე ვითარდებოდა და ფსიქიკური ჯანმრთელობა - ცალკე. შედეგად მივიღეთ, რომ ფსიქიატრიული  ჯანმრთელობის სერვისები არის იზოლირებული ზოგადი მედიცინის მომსახურებისაგან, რაც, თავისთავად, იწვევს ადამიანის უფლებების დარღვევას,  თუნდაც იმ ფუნდამენტური უფლების დარღვევას, რომ ყველასთვის თანაბრადი იყოს ხელმისაწვდომი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისები. ამოცანა დღეს დგას ასე: უნდა მოხდეს ფსიქიატრიული სერვისების ინტეგრირება ზოგად სამედიცინო სერვისებში. ამისათვის აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს ეს ხედვა, რომ ფსიქიატრია და ფსიქიკური ჯანმრთელობა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განუყოფელი ნაწილი.

ფოტოზე: ნანა ზავრადაშვილი

საზოგადოება და ფსიქიკური ჯანმრთელობა

სტიგმის გამო და ამ ისტორიული დამოკიდებულების გამო, საზოგადოებას არ აქვს აქტიურად გაცნობიერებული, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის თანამედროვე სერვისები არის გარანტი მათი ჯანმრთელობისთვის, მათი შვილების ჯანმრთელობისთვის, მათი მომავალი ჯანმრთელობისთვის, რადგან  ყველა დაბერდება და გარკვეულ ასაკში ყველას სჭირდება სპეციალური დახმარება - ანუ ეს არ აქვს საზოგადოებას გაცნობიერებული და თუ არ არსებობს საზოგადოებრივი შეკვეთა, პოლიტიკოსები ამას დღის წესრიგში არ დააყენებენ. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ მარტო მედიკამენტური მკურნალობა, ფსიქიატრიული საავადმყოფოს და ამბულატორიული სერვისის არსებობა ვერ გადაჭრის პრობლემას, იმიტომ, რომ ეს იწყება ბავშვობის ასაკიდან. საჭიროა ბავშვობის ასაკიდან უნივერსალური პრევენციის პროგრამები, აუცილებელია სკოლაში, ბაღში, უნივერსიტეტში, სამუშაო ადგილზე ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და ასევე მნიშველოვანია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები მოერგოს ადამიანის საჭიროებებს და მოერგოს ასაკს. იმისთვის, რომ დაცული იყოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებები, აუცილებელია საზოგადოების, ოჯახების განათლება, სპეციალისტების მომზადება, თანამედროვე სერვისების დაფინანსება, მათი განვითარება და აუცილებელია ამ ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის შესაბამისი  გარემოს შექმნა, როგორიცაა განათლება და დასაქმება.

      თათა ასათიანი, ექიმი ნარკოლოგი, მედიცინის დოქტორი

რას ნიშნავს ადიქციის პრევენცია

ადიქციის პრევენციაში იგულისხმება ნარკოტიკების ავადმოხმარებისა და მასთან დაკავშირებული რისკების  თავიდან აცილება. ადიქციის პრევენციის სამიზნეა ახალგაზრდები, მოზარდები და ზოგადად, პოპულაცია. წამალდამოკიდებულების პრევენციის სხვადასხვა სახე  არსებობს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია უნივერსალური პრევენცია, ეს არის პრევენცია ყველასათვის, ანუ ყველა ის ღონისძიება, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანებმა არ დაიწყონ ნარკოტიკების მოხმარება. ასევე არსებობს  სელექციური პრევენცია, რაც გულისხმობს მაღალი რისკის შემცველ ჯგუფებთან გარკვვეული ღონისძიებების განხორციელებას. დაბოლოს, ეს არის მიზანმიმართული პრევენცია - ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების ადრეული გამოვლენა და გარკვეული ჩარევების განხორციელება. 

ფოტოზე: თათა ასათიანი

მედიის როლი ადიქციის პრევენციის მიმართულებით

უნივერსალური პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი - ეს არის არის მედია, ტელევიზია და მათი საშუალებით კვალიფიციური, სწორი ინფორმაციის გავრცელება. იმიტომ, რომ დღეს ყველამ იცის, როგორი გააქტიურებულია სოცილური ქსელები, ინტერნეტის საშუალებით ახალგაზრდები იღებენ სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან შორს არის სიმართლესთან. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ  დრო დაეთმოს გადაცემების მომზადებას, ინფორმაციის სწორად მიწოდებას როგორც მოზარდებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ასევე მათი მშობლებისა და ოჯახის წევრებისთვის.

ნაბიჯები ადიიქციის ეფექტური პრევენციისთვის

დღესდღეობით, საქართველოში პრევენცია გარკვეულ ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს, მაგალითად, ლექციების, პიარკამპანიების სახით, მაშინ, როდესაც ეს უნდა იყოს ჩამოყალიბებული, სტრუქტურიზებული. მასში ჩართული უნდა იყოს სხვადასხვა ორგანიზაცია, უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია. სწორედ ამ შემთხვევაში იქნება ადიქციის პრევენცია ეფექტური.

ადიქციის პრევენცია, როგორც წესი, შედეგს არ იძლევა დღეს და ხვალ, თუმცა მომავლისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი განსახორციელებელი, ეს აუცილებლად მოგვცემს შედეგს წამალდამოკიდებულების თვალსაზრისით. 

პუბლიკაცია  შექმნილია „I (პირველი) ბლოკი“-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „I (პირველი) ბლოკი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა