|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

ახალ წელს ადამიანებს ბევრი  დადებითი ემოციის მიღება გვინდა: ზრუნვის, ოჯახური სიმყუდროვის თუ იმედის. სამეგრელოში, მშობლებთან ჩასული გიორგი ჯალაღონიასთვის 2025 წლის ბოლო დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. თიბისის წინასაახალწლო ფულადი გზავნილების კამპანიის გამარჯვებული სწორედ ის გახდა და სუპერ პრიზი 15 000 ლარი მიიღო.

 

„აზარტული ადამიანი არ ვარ. არც არაფრის მოგების მჯეროდა ცხოვრებაში. ყოველთვის ვფიქრობდი- თუ თანხა გინდა, საკუთარი შრომით უნდა გამოიმუშაო.  საზღვარგარეთ ვმუშაობ და გზავნილების განაღდება  ხშირად მიწევს, თანხის მოგების მოლოდინი არც მქონია. წარმოიდგინეთ, ჩემი ემოცია, როდესაც ახალ წელს სამეგრელოში მშობლებთან ჩასულს თიბისი ბანკიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ გათამაშების გამარჯვებული ვიყავი და ნახევარ საათში, ერთგულ ყულაბაში 15 000 ლარი დამერიცხებოდა. ბედნიერებისგან გავოგნდი. საოცარი ახალი წელი მქონდა“, - გვიზიარებს ემოციებს გიორგი ჯალაღონია. 

 

17 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით გზავნილების წინასაახალწლო კამპანიაში ჩართვა ყველას შეეძლო, ვინც მინიმუმ 100 ერთეულ ლარს/აშშ დოლარს, ფუნტს ან ევროს გაანაღდებდა.  ყოველდღიურად 1000 ლარი თამაშდებოდა და იმ მომხმარებელს გადაეცემოდა, ვისი გზავნილიც თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში განაღდებულ გზავნილებს შორის დღის განმავლობაში მე-1000 აღმოჩნდებოდა. სუპერ პრიზი 15 000 ლარი კი, ყველაზე აქტიურ მომხმარებელს ერგო, ვინც რაოდენობრივად ყველაზე მეტი გზავნილი გაანაღდა. 

 

გიორგი ორმაგად იღბლიანი აღმოჩნდა. სანამ  საახალწლო კამპანიის გამარჯვებული გახდებოდა, იქამდეც  გაუღიმა ბედმა და კამპანიის პირველ დღეს 1000 ლარი მოიგო.

 

“ინტერესის გამო დღის ბოლოს მარათონის დავალებებს ვასრულებდი. მშობლებს დისტანციურად პროდუქტებს თუ საყოფაცხოვრებო ნივთებს აპლიკაციით ვუწერ და შესაბამისად, ერთგულ ბარათს აქტიურად ვიყენებ. ქეშბექებიც ხშირად მიგროვდება ხოლმე. როცა დღის ბოლოს მობაილბანკში შევედი და ყულაბაში 1000 ლარი დამხვდა დავიბენი, ვერ მივხვდი რომელმა ობიექტმა დამიბრუნა  ამ რაოდენობის  თანხა.  დიდი სიხარული იყო იმის გააზრება, რომ რაღაცაში გავიმარჯვე”,- იხსენებს გიორგი.

 

თიბისისთვის მსგავსი კამპანიები მხოლოდ ერთჯერადი ინიციატივა არ არის. გზავნილების კამპანია  ზაფხულშიც მიმდინარეობდა და აქტიური მომხმარებლები ყოველდღიურად იგებდნენ ფულად პრიზებს. სამი ყველაზე აქტიური იღბლიანი კი, სამოგზაურო ტურით დასაჩუქრდა.  შემდეგი ტალღა მომავალშიც იგეგმება. ამიტომ მთავარია, გჯეროდეს და თვალი ადევნო სიახლეებს. იქნებ, მომდევნო გამარჯვებული შენ  ხარ?



  

 

ავტორი: