|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ჯერ არ შემდგარა" - ცესკო [R]

"გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ჯერ არ შემდგარა"-აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. 

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა,  გადასატანი საარჩევნო სიის ფორმირების მიზნით მოთხოვნების მიღების პროცესი ამჟამად არის მიმდინარეობს.

"ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, 25 ნოემბრის ჩათვლით ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა განცხადებით ან სატელეფონო შეტყობინებით მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს ყველა ასეთი შეტყობინება.

რეგისტრირებული განცხადებების და სხვადასხვა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, საუბნო ან/და საოლქო საარჩევნო კომისია, საარჩევნო კოდექსის 33- მუხლის პირობების დაცვით შეადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

საბოლოოდ საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს 26 ნოემბრისა ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესული ყველა ამომრჩევლის გასწვრივ გაკეთდება შესაბამისი აღნიშვნა საარჩევნო უბანზე არსებულ სიებში, გამოიკვრება საარჩევნო უბანში და ასეთი  ამომრჩევლები ხმას მისცემენ მხოლოდ ერთხელ"-განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა  ანა მიქელაძემ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა