|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია - ნინო დოლიძე "ქართული ოცნების" ულტიმატუმზე

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, მათ ორგანიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, რა ულტიმატუმზეა საუბარი.

"რეალური საკითხებისგან თემის გადატანა ხდება და კიდევ არის ასეთი დისკუსია, ვინ უნდა იყოს ჩართული და ვინ - არა. რაც შეეხება უშუალოდ "სამართლიან არჩევნებთან" დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, არაერთხელ ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ ეს იყო დისკრიმინაციული, არ ვიცი რა ულტიმატუმთან დაკავშირებით არის საუბარი. ჩვენ, სამოქალაქო ორგანიზაციები ერთად ვიდექით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

რაც შეეხება მთავრობის ფორმირებაში "სამართლიანი არჩევნების" მონაწილეობას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან "სამართლიან არჩევნებს" არასდროს უთქვამს, რომ მთავრობის ფორმირებაში რაიმე სახით მონაწილეობის სურვილი გააჩნია",- განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ISFED-მა საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი კვლავ აყენებენ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა