|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გადაწყვეტილია ქუთაისის ბულვარის ჩაჭედება გაქვავებილი ცემენტის ბილიკებში - თორნიკე ბარათაშვილი

ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაციას „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ეხმიანება. როგორც ის აღნიშნავს, სიტყვა „რეაბილიტაცია“ უკვე ყველას გვაშინებს და სამართლიანადაც.  ამის არგუმენტად კი გელათის, „თეთრი ხიდისა“ და „ოქროის ჩარდახის“ რეაბილიტაციის მაგალითები მოყავს
ბარათაშვილის მტკიცებით, მცენარეებისათვის პირველ რიგში სადრენაჟე სისტემა უნდა მოეწყოს, ამავე დროს როგორც ის აღნიშნავს, გაუმართლებელია ბულვარის ტერიტრორიის დაბეტონება. 
 
„როგორ გვაშინებს ეს სიტყვა მთელი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის- მის მიმდებარედ ჩავლილი დამანგრეველი პრაქტიკის გათვალისწინებით- მხოლოდ თეთრი ხიდი და ოქროს ჩარდახი რად ღირს, ამ სიას გელათიც რომ არ მივამატოთ თავის აღმატებულობით ყველაფრის მიმართ, თუმცა მიდგომები ერთგვაროვნად პრიმიტიულია და გელათის წონამაც ვერ აიძულა ხელისუფალი მეტი სიფრთხილე გამოეჩინა.
ამჯერად 15 000 000-ის დახარჯვა (სწორი სიტყვაა) ისტორიულ ბულვარში გადაწყვიტეს.
გაჭირვებულ ქალაქში ასტრონომიული თანხის ხარჯვის საკითხი რომ გვერდზე გადავდოთ (რათქმაუნდა ბევრს იმსახურებს- მიზნობრიობა და და ეფექტურობა თუ მიედევნება) ქუთაისისთვის ბულვარის მნიშვნელობა შესაბამის ცოდნასა და ყურადღებას ითხოვს, თუკი საქმე "რეაბილიტაციაზე" მიდგება.
საჯარო განცხადებები არსებული ინფრასტრუქტურის რემონტზე და ახლების ჩადგმაზე აქცენტირებს, არანაირი კონკრეტიკა უნიკალური და ხე-მცენარეების მოვლასა და ფონდის გამრავალფეროვნებაზე.
ბულვარის რეაბილიტაციაზე საუბრისას ცემენტი და ნიჩაბი არ უნდა მიიწევდეს სიმწვანეზე წინ და საუბედუროდ რომ ასეა, თავად შეგიძლიათ გადაამოწმოთ..
რაც საგანგაშოა, ძველად დაშვებული შეცდომა მეორდება და გადაწყვეტილია ქუთაისის ბულვარის ჩაჭედება გაქვავებილი ცემენტის ბილიკებში, რომელიც გამართლებულიც რომ იყოს, პრაქტიკაში ვერ ვნახავთ ფართო პერიმეტრზე ხარვეზების გარეშე დაგების ქართულ მაგალითებს.
არადა, პარკების, ბაღების შემთხვევაში, მცენარეთა მოვლისთვის და ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის გაუმართლებელია.
მეტი სანდოობის დამაჯერებლობისთვის, კარგი იქნებოდა, ამაზე სპეციალისტები საუბრობდნენ, მაგრამ აქაც სამარცხვინო პრაქტიკა გვაქვს, ან უკვე გაფუჭებულზე აშრიალდებიან, ან ბოლომდე დუმან ძლიერთა ამა ქვეყნისათა რიდით (მადლობა მათგან გამონაკლისებს!).
მე მაგალითებს გაჩვენებთ ილუსტრაციებად.
მაგალითებს ცივილიზებული დასავლეთიდან.
მანამდე კი გეტყვით, რომ ორი საუკუნის მანძილზე ბულვარის ირგვლივ განაშენიანებამ და გზის საფარის სიმაღლეში მუდმივმა ზრდამ დონეთა სხვაობა იმდენად შეცვალა, რომ პრაქტიკულად ბულვარი "ვარდნობია" და რადგან წყალი აღმართში საკუთარი სურვილით არ მიდის, ძლიერი წვიმების დროს მცენარეების მთავარი მტერია.
უმეცრება ზოგადი გამოწვებაა, თუმცა პარკების დატბორვა რომ ხეებს სიცოცხლეს უსწრაფებს, იოლი გამოსაცნობია და პირველი რიგის ამოცანა გამართული სადრენაჟო სისტემის მოწყობა უნდა იყოს.
არც ამაზეა საჯაროდ აქცენტები გაკეთებული.
საინტერესოა როგორ აგვარებენ ამ საკითხს.
წყალტუბოს პარკსაც იგივე პრობლემა აქვს და ზუგდიდშიც ბოტანიკურ ბაღშიც ბილიკების გრუნტს ზემოთ მოწყობამ მცენარეების დაზიანების რისკი გაზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ბილიკები სწორი, შესაბამისი მასალით არის გადაწყვეტილი.
ანუ, დეკორატიული ღორღით.
ქუთაისის ისტორიაში ბულვარის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 15 მილიონი რეკორდული თანხაა და ქალაქის მტრობა იქნება თუ ეს პროცესიც დადგენილ საყველპურო სტანდარტს ვერ გაცდება და არსებულ პრობლემებს შეინარჩუნებს.
სურათებიდან პირველი ჩვენი ბულვარის რენდერია, ბეტონის ფენილებით დატვირთული.
დანარჩენი მაგალითებია მიუნხენიდან, ამსტერდამიდან, პარიზიდან, ბრიუსელიდან, ბარსელონადან, ნიუ- იორკის ცენტრალ პარკიდან...
რატომ ღორღი და არა ბეტონის ფენილი?
ჩვენს დასახმარებლად სცალიათ და თავის თავისთვის ვერ მიუხედავთ?
თუ, მატერიალური სახსრები არ ეყოთ პარკების მოსაბეტონებლად?
ქუთაისის მერმა თეთრ ხიდის სამარცხვინო ამბავზე გვითხრა, ევროპაში ხიდები არ გინახავთო?
ხიდებიც გვინახავს და პარკებიც.
ამიტომ ვითხოვთ იმას, რას სწორი და უკეთესია!", - წერს თორნიკე  ბარატაშვილი

ავტორი: ნიუპრესი