|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს პარლამენტთან გააპროტესტებს

გაერთიანებული ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდობლობას უცხადებს და აქციებს აანონსებს. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები  დღეს თბილისში,  პარლამენტთან 16:00 საათიდან შეიკრიბებიან.
ლიდერები აცხადებენ, რომ საკუთარი ხმების დასაცავად ბრძოლას აპირებენ.
 

"არჩევნები არის ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ინსტრუმენტი, რაც დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეს გააჩნია და სწორედ ამის წართმევას ცდილობს ხალხისთვის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მათ ამის საშულებას ჩვენ არ მივცემთ.

მუდმივ კოორდინაციაში ვართ სხვადასხვა ოპოზიცურ პარტიასთან, დღეს ვაგრძელებთ კონსულტაციებს და 4 საათზე ყველას მოვუწოდებთ, რომ გამოვიდეს ქუჩაში, რადგან ახლა უმთავრესია,  ჩვენი ხმები დავიცვათ. ასეთი გაყალბების ფონზე, "ნაციონალური მოძრაობა" თვლის, რომ არჩევნები შედეგის ლეგიტიმაციის ცნობა, ძალიან რთული იქნება," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.

ავტორი: ნიუპრესი