|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაერთიანებული ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" თაღლითობაში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ ქუთაისში, პარლამენტთან აქცია გამართა.ის "ქართულ ოცნებას" თაღლითობასა და ამომრჩეველთა მოტყუებაში ადანაშაულებს. 

საქმე ეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მომხდარ ფაქტს, როდესაც  ქუთაისის საკრებულომ პარლამენტის მიმდებარე 204 ათასი (20ჰექტარი) კვადრატული მეტრი მიწა გადასცა ეკონომიკის სამინისტროს, რომელზეც 270 მილიონი ევროს ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო  და 2–3 წელიწადში კი რამოდენიმე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს, სტადიონის, კაზინოს, დიდი სავაჭრო ცენტრის აშენება უნდა მომხდარიყო. ამ პროექტს  „მინი ქალაქი“ უწოდეს, ფაქტია ადგილზე არავითარი სამუშაოები არ განხორციელებულა.   ოპოზიცია მიწის ნაკეთის ქალაქისთვის დაბრუნებას მოითხოვს.

"2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქუთაისის საკრებულომ პარლამენტის მიმდებარე 204 ათასი (20ჰექტარი) კვადრატული მეტრი მიწა გადასცა ეკონომიკის სამინისტროს, რომელზეც როგორც "ქართული ოცნება" ამტკიცებდა, რომ  უნდა განხორციელებულიყო 270 მილიონი ევროს ინვესტიცია და 2–3 წელიწადში უნდა აშენებულიყო რამოდენიმე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, სტადიონი, კაზინო, დიდი სავაჭრო ცენტრი და.ა.შ. ამ პროექტს უწოდეს „ოცნების ქალაქი“. გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშია“ მიაჩნია, რომ ეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად იყო "ქართული ოცნების" მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და ქუთაისმა „ოცნების ქალაქის“ ნაცვლად მიიღო საპარლამენტო სტატუსის დაკარგვა, ქალაქიდან მასიური მიგრაცია, გაღარიბებული მოსახლეობა და გადათხრილი ქუჩები. მიუხედავად საკრებულოს დადგენილებისა და წინასწარი შეთანხმებისა, რომ მიწა პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში, უკან დაუბრუნდებოდა ქალაქს, ეკონომიკის სამინისტრო უარს აცხადებს აღნიშნული მიწის გადმოცემაზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ მიწის მისაკუთრებით დაინტერესებულია პირადად ბიძინა ივანიშვილი და ეკონომიკის სამინისტრო კი მისთვის გადასაცემად ამზადებს აღნიშნულ მიწას. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ აღნიშნული მიწა სასწრაფოდ დაუბრუნდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტს, მოვუწოდებთ ქუთაისის საკრებულოს მისი დადგენილების შესაბამისად დაიცვას ქალაქის ინტერესები, ასევე დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ამ ავანტიურაში მონაწილე ყველა პირი", -განაცხადა გიგა შუშანიამ.

როგორტც ცნობილია, შერვაშიძის ქუჩაზე დაახლოებით 240 606 კვ. მეტრ ფართობზე მინი ქალაქი უნდა მოწყობილიყო. სამინისტროს ტერიტორია 2016 წლის 21 მარტს გადაეცა.

როგორც მაშინ ქალაქის მერი შოთა მურღულია აცხადებდა, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საინვესტიციო კომპანია „აია ინტერტაიმენტთან“,  რომლის მეშვეობითაც ქუთაისში, 270 მლნ ევროს ინვესტიცია უნდა  განხორციელებულიყო.

არსებული მოლაპარაკებების  გარკვევას“ნიუპრესი“ ეკონომიკის სამინისტროში შეეცადა. სამინისტროდან მიღებულ პასუხში წერია:  „ქონების ეროვნულ სააგენტოში შპს „აია ინტერტაიმენტის“ განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, ქუთაისში, პარლამენტის უკან მდებარე მიწის ნაკვეთზე ტურისტული, სავაჭრო სპორტული და გასართობი ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოდგენილ პროექტზე, რომლის მასშტაბებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი მხარეებს შორის საინვესტიციო პირობებთან დაკავშირებით“, - რა ეტაპზეა მოლაპარაკება ამის შესახებ სამინისტროდან  იმ დროისათვის პასუხი ვერ მივიღეთ.

 

რა ეტაპზეა 270 მილიონიანი პროექტი და როდის აშენდება მინი ქალაქი ქუთაისში?

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.69%
გაუარესდა - 51.02%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 98 ხმა