|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მინი ქალაქის მშენებლობის საკითხი ერთ კვირაში გადაწყდება

ქუთაისის პარლამენტის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებულ 75 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის. 
როგორც ,,აია ინტერტაიმენტის” წარმომადგენელი ვახტანგ გაგნიძე აცხადებს, კომპანიაში მთავრობის მხრიდან ექვსიდან ერთადერთი მიწის ნაკვეთის შეფასებასღა ელოდებიან. სხვა დანარჩენის შეფასების სამუშაოები კი უკვე დასრულებულია. 

,,ტექნიკური სამუშაოები გაჭიანურდა. იმედი გვაქვს, რომ მომავალ კვირაში აღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილი გახდება. ველოდებით საბოლოო პასუხს სახელმწიფოსგან ამ პროექტის დამტკიცებისა და მიწის გამოყოფის შესახებ ”, - აღნიშნავს ვახტანგ გაგნიძე. 
მისივე ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულების გამოცემის მიღებიდან მაქსიმუმ 60 დღეში ქუთაისში მულტიფუნქციური პროექტის პრაქტიკული სამუშაოები დაიწყება. 
როგორც ცნობილია, პროექტში ინვესტიციას შვეიცარული, ავსტრიული და ჰოლანდიური კომპანიები განახორციელებენ. 
პროექტის მიხედვით, ქუთაისში სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის, ქართული და ჩინური რესტორნების, პრემიუმ კლასის სამორინის, დიდი სავაჭრო ცენტრის, გერმანული ტექნოლოგიის მქონე აკვა-პარკის, კინოთეატრის, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო კომპლექსის, სათამაშო ბიზნეს სივრცის, კორტების, მსოფლიო სტანდარტების ღია სტადიონის ,,პატარა საქართველოს” და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

bpn.ge

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი