|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაფიცული მაღაროელებისა და კომპანია ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

გაფიცული მაღაროელებისა და კომპანია ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა კომპანიის ოფისში გუშინ გაიმართა და ის ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა - მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სამშაბათს, 5 დეკემბერს გაიმართება.

ჭიათურის მაღაროელები პროტესტის ნიშნად მესამე დღეა გაფიცულები არიან. სამი დღის წინ დარკვეთის თანამშრომლებმა დანაპირები 12-საათიანი სამუშაო გრაფიკი და შესაბამისი ანაზღაურება მოითხოვეს. ადმინისტრაცია მათ 12-საათიან მუშაობაში 155 ლარს ჰპირდება მაშინ, როდესაც დანარჩენ მაღაროებზე ანაზღაურება 164 ლარია.

დარკვეთის მაღაროელები სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ. მათ სოლიდარობა ჯორჯიან მანგანეზის ყველა მაღარომ გამოუცხადა. კომპანიის 1 700 დარკვეთის მაღაროელების მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცვას აგრძელებს.

ავტორი: ნიუპრესი