|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაიარე კონსულტაცია ოფთალმოლოგთან

ოფთალმოლოგია მედიცინის ფართო დარგია, რომელიც მოიცავს თვალის სხვადასხვა დაავადებებს, მათ დიაგნოსტიკას, მკურნალობას და პრევენციას, მისი ანატომიური ნაწილების მიხედვით. თვალი ოპტიკური ორგანოა, რომელიც სინათლის სხივის გარდატეხითა და გამოსახულების ბადურაზე (თვალის ფსკერზე არსებულ ნერვულ ქსოვილზე) ასახვით, საშუალებას გვაძლევს ვიზუალურად აღვიქვათ სამყარო, სინათლის ნეირონებში ელექტრო-ქიმიურ იმპულსებად გარდაქმნის ხარჯზე. 

ოფთალმოლოგიური პათლოგიები ციფრული სამყაროს როლის ზრდასთან ერთად, ჩვენს ცხოვრებაში დღითიდღე იმატებს. ამერიკელი ოფთომეტრისტების ასოციაციის წყაროს ცნობებით თანამედროვე რეალობაში ადამიანები ეკრანთან საშუალოდ დღეში 7 საათს ატარებენ, რაც ხდება საფუძველი ოფთალმოლოგიაში ციფრული სინდრომების ჩამოყალიბებისა,  როგორიცაა :

  • Computer vision syndrome – რომელიც მოიცავს თვალის სიმშრალის, სიწითლისა და დაბინდული მხედველობის კომბინაციას, რაც გამოწვეულია კონცენტრაციის გამო არსებული ქუთუთების შემცირებული ხამხამით.
  • აკომოდაციის სპაზმი –  მისი განვითარების მიზეზი ახლო მანძილზე ყურების დროს ფოკუსირებისთვის საჭირო - ცილიარული კუნთის გადაძაბვაა, ხანგრძლივი დროით მოუდუნებლობის ხარჯზე. 
  • მაკულარული დეგენერაცია – რომლის გამომწვევ მრავალ სხვა ფაქტორებთან ერთად დგას ლურჯი გამოსხივებაც, რომელიც ეკრანებშია. მის დამაზიანებელ ეფექტს ფოტოტოქსიკურობა ეწოდება და ის დამოკიდებულია გამოსხივების სიმძლავრესა და ხანგრძლივობაზე. ლურჯი გამოსხივება ზემოქმედებს ბადურის (თვალის ფსკერის) მნიშვნელოვან ნაწილზე – მაკულაზე, იგივე ყვითელ ხალზე, რომელიც  ცენტრალურ მხედველობაზეა პასუხისმგებელი. მისი დაზიანება კი შეუქცევად პროცესს წარმოადგენს. 
  •  მიოპიის ჩამოყალიბება – ბავშვებში, რომლთაც არ გააჩნიათ გენეტიკური წინასწარგანწყობა და დიდ დროს ატარებენ ახლო მანძილზე ტექნიკის ეკრანებთან. 

ციფრული ფაქტორებით ინდუცირებული თვალის დაძაბვის გამომწვევი მიზეზებიდან გამოვყოფთ:

  • ქუთუთოების ხამხამის სიმცირეს
  • დაბალ განათებას
  • შორსმხედველებში ან პრესბიოპიულ (ასაკობრივი შორსმხედველობა) პაციენტებში დაუკორექტირებელი მხედველობა ანუ ახლო მანძილზე ეკრანთან სათვალის გარეშე მუშაობა 
  • ეკრანის არასწორი კუთხიდან და არასწორ მანძილზე ყურება

ამერიკის ოფთალმოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციით იმისათვის, რომ შევამციროთ თვალის დაძაბვა უნდა ვიხელმძღვანელოთ 20-20-20 წესით, რაც გულისხმობს ახლო მანძილზე ეკრანზე 20 წუთი ყურების შემდგომ 20 წამით გახედვას მინიმუმ 20 ფუტის (6 მეტრის) მანძილზე. 

ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი წყარო და კვლევები იმისათვის, რომ დავამტკიცოთ თუ რა დადებითი ეფექტი გააჩნია ლურჯი გამოსხივებისგან დამცავ სათვალეებს, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს მსოფლიოში, თუმცა მათი გამოყენება ინდივიდუალურად, პაციენტის კომფორტის მიხედვით ხდება.  

არსებობს სხვა მრავალი თვალის დაავადება, რომელიც მოითხოვს დროულ დიაგნოსტიკას და სპეციალისტის ჩარევას, რაც გვეხმარება მათგან გამოწვეული მხედველობის შეუქცევადი დაზიანება ავირიდოთ თავიდან. 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა გლაუკომა, მას ასევე „მხედველობის ჩუმ ქურდსაც“ უწოდებენ, რადგან ადრეულ ეტაპზე მხედველობის დაქვეითება პაციენტისთვის შეუმჩნეველი და შეუქცევადია. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ექიმთან დროული ვიზიტით, სწორი მკურნალობითა და რუტინული კვლევების ჩატარებით შესაძლოა ამ დაავადების ადრეულ ედაპზე შეჩერება.  

კონსულტაციის ყველაზე კომფორტულად წარმართვაში კი REDMED-ის ოფთალმოლოგი დაგეხმარებათ, რაც გარდა სასურველ დროს ვიზიტის დაჯავშნისა და კლინიკის რიგების თავიდან აცილებისა, საშუალებას მოგცემთ ონლაინ მიიღოთ თქვენთვის საჭირო ყველა სადაზღვევო დოკუმენტაცია და დანიშნულება. 

ავტორი: