|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - ქუთაისში სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში სისხლის უანგარო გაცემის აქცია გაიმართა. აქციაში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.

"რაც ეს კრიზისი დაიწყო,  საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველგან დავდივართ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს აქცია, მოგეხსენებათ,  რომ სისხლი და მისი კომპონენტები შეუცლელია ადამიანის სიცოცხლისათვის", -განაცხადა ანჟელიკა უგრეხელიძემ, ექიმმა თერაპევტმა.

"ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას, გაიღე სისხლი,  გადაარჩინე სიცოცხლე, დღეს შეუერთდა "ქართული ოცნება" ქუთაისის ოფისის შტაბიც, ჩვენ დღეს მერიის თანამშრომლებთან ერთად გავიღეთ სისხლი. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამ აქციაში, რადგან ჩვენი ქვეყანა ებრძვის უხილავ ვირუსს, აქედან გამომდინარე,  არ გვინდა რომ დადგეს საშიშროება და სისხლის ბანკს პრობლემა შეექმნას", - განაცხადა დავით ერემეიშვილმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეგახსენებთ, სისხლის უანგარო გაცემის აქცია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა