|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპოზიცია უნდა მოემზადოს მეორე ტურისთვის - მამუკა მდინარაძე

სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები არ აპირებენ მეორე ტურში მომაწილეობას. ყველა განაცხადება, რომლებიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა გააკეთეს, ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგიდან კონსტრუქციულ დღის წესრიგზეგადასვლას მოუწოდებს.  ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე  საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა. 

 

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ცალსახა განცხადება გაკეთდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ხაზი გაესვა საქართველოში გასამართი არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას, რომლითაც დარჩენილი მანდატები უნდა გადანაწილდეს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები კვლავაც დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. ეს არის მკაფიო გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის. პირველ რიგში,  ოპოზიცისთვის, რომ ისინი უნდა მოემზადონ მეორე ტურისთვის, პროცესი გადაიტანონ კონსტრუქციულ რეჟიმში, უარი თქვან რადიკალურ დღის წესრიგზე და პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან", -განაცხადა მდინარაძემ. 

 ცნობისთვის.  ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ამავდროულად, აშშ-ს და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკები მიმდინარეობს. 

 

ავტორი: ნიუპრესი