|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გალერეაზე წარწერა არ გადაუღებიათ, ჩამოფხიკეს"-რეზო თედორაძე

ქუთაისის ააიპი კულტურულ დაწესებულებათა  გაერთანებიანების ხელმძღვანელის რეზო თედორაძის განცხადებით, სამხატვრო გალერეაზე წარწერის- "#არა ჩადებას" წაშლა გადაღებვის  შედეგად არ მომხდარა.

"გალერეაზე წარწერა არ გადაუღებიათ, გალერეა გადაღებილი იყო და ამ გადაღებილზე იყო ტექსტი დაწერილი.  ააიპი 'სპეციალური სერვისის" წარმომადგენლებმა წარწერა  ჩამოფხიკეს ტექნიკური საშუალებით- "ბარგალკით" და წაშალეს წარწერა. ხოლო საღებავი დარჩა კედელზე"-აცხადებს რეზო თედორაძე. მისი თქმით, არსებობს ამ სამუშაოების ამსახველი ფოტოებიც. 

თედორაძის განმარტებით, სამსახტვრო გალერეის კედელზე ეს  სამუშაოები ისე  შესრულდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვიის სააგენტოსთან კონსულტაცია არ გაუვლიათ. "ნიუპრესის" კითხვაზე, აპირებენ, თუ არა მიმართონ სააგენტოს, თედორაძემ განაცხადა, რომ შემდგომ ღონისძიებებს  სააგენტოსთან შეთანხმებით განახორციელებს. 

შეგახსენებთ, სამხატვრო გალერეაზე წარწერა "#არა ჩადებას", მას მერე წაშალეს, რაც "ნიუპრესმა" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარწერების დატანის კანონშეუსაბამობის შესახებ დაწერა. ფაქტის შესახებ გალერეას დირექტორმა  განაცხადა, რომ არ იცის, წარწერა ვინ გადაღება და ეს დამატებითი დანაშაულია. 

ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ქონდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, რომლის წარმომადგენლის ბექა ბარამიძის განმარტებით,  რუსთაველის 8 ნომერში მდებარე ძეგლი, ერთი რომ ისტორიული ნაწილში მდებარეობს, მეორე თავად ატარებს ძეგლის სტატუსს. საქართველოს კანონმდებლობით, მასზე რაიმე სახის ჩარევა არ შეიძლება. "ეს შენობა არის ძეგლი. მასზე წარწერა ისჯება ადმინისტრაცილი სასჯელით, ფიზიკური პირისთვის 5000 ლარით, იურიდიულისთვის 10 000 ლარით"-განაცხადა ბარამიძემ.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე