გამარტივებული ანაზღაურების პროცესი თიბისისგან
თიბისიმ მომხმარებელთა ცხოვრების გამარტივების მიზნით კიდევ ერთი სიახლე დანერგა, რომელიც საბართე ტრანზაქციის გასაჩივრების და ანაზღაურების გამარტივებულ პროცესს გულისხმობს. სიახლე მომხმარებელთა კმაყოფილებაზეა ორიენტირებული და ითვალისწინებს საბარათე ტრანზაქციის გასაჩივრების ვადის 3 დღემდე შემცირებას.
თუ მომხმარებელი საბარათე ტრანზაქციას გაასაჩივრებს, მისთვის როგორც გასაჩივრების, ასევე ანაზღაურების პროცესი საგრძნობლად მარტივი იქნება.
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ანაზღაურების პირობები, რაც ნიშნავს, რომ ახლა უფრო მეტი შემთხვევა ანაზღაურდება, ვიდრე აქამდე იყო, მათ შორის იმ მომხმარებლებზეც, ვისაც უკვე შეძენილი აქვთ ბარათის უსაფრთხოების სერვისი.
3 დღის ვადაში გამარტივებული ანაზღაურების პირობა გავრცელდება ყველა ბარათზე, რომელსაც აქვს ბარათის უსაფრთხოების სერვისი. ამასთან უსაფრთხოების სერვისს ავტომატურად მოიცავს 5 და 10 ლარიანი ნაკრებები და კონცეპტ და ვიპ სეგმენტის ყველა ბარათი.
აღნიშნული სიახლე, რომელიც ძალაში 5 ოქტომბრიდან შევიდა, მომხმარებელთა ცხოვრების გასამარტივებლად და მათი საუკეთესო გამოცდილებისთვის შეიქმნა.
ავტორი: ნიუპრესი