განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ქუთაისში იმყოფება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ქუთაისში იმყოფება. მინისტრი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგებს შეხვდა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ისაუბრა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, ეროვნულ სასწავლო გეგმა, მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდები, სახელმძღვანელოების გრიფირება,– ეს ის თემები იყო, რაზეც ალექსანდრე ჯეჯელავამ ყურადღება გაამახვილა. მისი განცხადებით, მასწავლებლის საქმიანობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებაში, ამისთვის მინისტრმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი