|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა დაინიშნა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა.

"თამარ სანიკიძე ამ მიმართულებით, ოღონდ სხვა მანდატით გააგრძელებს ჩვენთან მუშობას",- განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.

 რაც შეეხება ალექსანდრე ჯეჯელავას, პრემიერის თქმით, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მართვის სფეროში. "იგი გახლავთ კომაროვის სკოლის ერთ-ერთი წარჩინებული კურსდამთავრებული, მას შემდეგ მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ ESM-ის ბიზნეს სკოლა, რომელიც დღეს თავისუფალი უნივერსიტეტის სახელით არის ცნობილი. მას აქვს გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე ინოვაციების სფეროში და რაც ყველაზე მთავარია, განათლების სფეროში, კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი ოთხპუნქტიანი პროგრამის მიმართულებებს, კერძოთ, მხედველობაში მაქვს, პროფესიული განათლების, კადრების გადამზადების სფერო და ა. შ.", -განაცხადა პრემიერმა. 

მისი თქმით, ახალ მინისტრს აქვს "კარგი ხედვები განათლების სისტემის მომავალი განვითართებისათვის".

ალექსანდრე ჯეჯელავა დღემდე მართვის აკადემიის თავმჯდომარე იყო.

 

ავტორი: ნიუპრესი