|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა 1 524 223 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს თავი განზრახ აარიდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან განზრახ თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს - 1 524 223 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორი: