|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბანში დღეიდან, ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა

ტერიტორიაზე სრულად დაცულია პანდემიის პირობებში, გათვალისწინებელი სტანდარტები. ბაზარში შემსვლელ მოქალაქეებს და მოვაჭრეებს თერმოსკრინიგი ტარდებათ, მოვაჭრეები კი, საქმიანობას პირბადეებითა და ხელთათმანებით ახორციელებენ.

ბაზრის მუშაობას დილიდან, პირადად აკონტროლებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურები.

ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნა, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველი ეტაპზე გათვალისწინებული ღონისძიებაა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, 27 აპრილიდან ეტაპობრივად ხორციელდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა