გარდაბანში, ლელაშხას დასახლებში რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს [R]
ქ.გარდაბანში, ლელაშხას დასახლებში რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი და საკრებულოს დეპუტატები გაეცნენ.
პროექტის თანახმად ადგილზე ფანჩატურები, ველობილიკი, ტრენაჟორები, საბავშვო ატრაქციონები და ღია ტიპის სცენა მოეწყობა.
სამშენებლო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში 521'125'00 ლარად ახორციელებს.
ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, პარკს დასრულების შემდეგ, აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის , ლევან დევდარიანის სახელი დაერქმევა.
ავტორი: ნიუპრესი