გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში, საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგანმანათლებლო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით კარგარეთელი და საკრებულოს დეპუტატები ადგილზე გაეცნენ.
მუნიციპალიტეტის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება შენობის შიდა სივრცე და ექსტერიერი, პროექტის თანახმად, ადგილზე მინი სპორტული მოედანი მოეწყობა.
ცნობისთვის, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალიანსი“ 2,443,929 ლარად ახორციელებს.
„მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია ოთხ სოფელში ჯანდარაში, კუმისში, გამარჯვებასა და ნორიოში განხორციელდება.
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია განცხადებაში
ავტორი: ნიუპრესი