გარდაბნის მუნიციპალიტეტისგან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებმა ფულადი ჯილდო მიიღეს
წელს, სახალხო დღესასწაული „გარდაბნობა“ მეტად შთამბეჭდავი გახადა 2022-2023 სასწავლო წლის 85 ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის საზეიმო წარდგენამ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა წარჩინებულ ახალგაზრდებს სპეციალური სიგელები გადასცეს.
,,ჩემო მეგობრებო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას, თქვენ ხართ გარდაბნის მომავალი თაობა, თაობა რომელიც ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისა და წარმატებისთვის.
აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებსა და პედაგოგებს, ქვეყანაში განათლებული მომავალი თაობის არსებობა სწორედ, რომ თქვენი ფასდაუდებელი შრომის შედეგია.“-დავით კარგარეთელი.
აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტმა განათლების ხელშეწყობის მიზნით, წელს პირველად მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის განახორციელა „სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა“, რომელიც გულისხმობს სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას წელიწადში ორჯერ 500 ლარის ოდენობით.
წელსვე საფუძველი ჩაეყარა წარჩინებული მოსწავლეების წახალისების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად საჯარო სკოლების ოქროს მედალოსანი 400 ლარს, ხოლო ვერცხლის მედალოსანი 300 ლარიან ფულად ჯილდოს მიიღებს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა