გარდაცვლილ პაციენტს ძალადობის კვალი აღენიშნება - ოჯახი გამოძიებას ითხოვს
სამტრედიაში გარდაცვლილი 36 წლის კობა ჩახუნაშვილის ოჯახი შვილის გარდაცვალების მიზეზი დადგენას ითხოვს. კობა ჩახუნაშვილს სხეულსა და სახეზე მრავლობითი დაზიანება ქონდა, ოჯახი ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ მიიღო გარდაცვლილმა დაზიანება.
მათი თქმით, მათი შვილი ალკოჰოლს მოიხმარდა, რის გამოც ცხრა დეკემბერს ხონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნილი ცენტრის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა 11 დეკემბერს აცნობეს, რომ მამაკაცი ხონში კლინიკაში გადაყვადათ, რადგან მდგომარეობა დამძიმდა. იქედან კი ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც 13 დეკემბერს გარდაიცვალა.
ოჯახის თქმით, კობა ჩახუნაშვილს სხეულსა და სახეზე მრავლობითი დაზიანება ქონდა და მათთვის უცნობია, როგორ მიიღო გარდაცვლილმა დაზიანება. ვარაუდობენ, რომ მას დაზიანება ნარკოლოგიურში მიაყენეს. ამიტომ საქმის დროულ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.
ბრალდებას არ ეთანხმებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში და მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ პაციენტი მათთან არ გარდაცვლილა.
რაც შეედება ოფოციალურ დიაგნოზს, კლინიკა "ბომონდის" ინფორმაციით, პაციენტს კოორნავირუსი ქონდა. ოჯახში კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხაბებენ, რომ ანალიზმა კორონავირუსი არ აჩვენა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი