გარდაცვლილი ბავშვების ბებია აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარემ კლინიკაში მოინახულა
დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა კლინიკაში მოინახულა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ოჯახს ფინანსურად სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.
შეგახსენებთ, საბერიოში ხანრის შედეგად ხუთი მცირეწლოვანი დაიწვა. ცეცხლის გაჩენა ბებიის მიერ არასწორად ბენზინის გამოყენებამ გამოიწვია.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 87.5%
არა - 12.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 8 ხმა