|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაიცვალა 30 წლამდე კაცი, რომელიც გუშინ ხარაჩოდან ჩამოვარდა

გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა.
ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.

გუშინ, გონიოში მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 25-ე სართულიდან ჩამოვარდა.

მომხდართან დაკავშირებით დაიწყებულია გამოძიება.

ავტორი: