|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გარევაჭრობას სჭირდება შესაბამისი ნებართვა"- ქუთაისის მერია ყვავილებით მოვაჭრეებს

"გარევაჭრობას სჭირდება შესაბამისი ნებართვა, დანარჩენ შემთხვევაში ნებისმიერი გარევაჭრობა ითვლება უკანონოდ", - ასე გამოეხმაურა ქუთაისის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ეკა გრიგოლაშვილი გარემოვაჭრეებს, რომლებმაც დღეს მერიის წინ აქცია გამართეს.
 
 
ეკა გრიგოლაშვილის განმარტებით, გარევაჭრობას არეგულირებს საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის დადგენილება, რომელიც ნებართვის გარეშე, გარე პერიმეტრზე ნებისმიერი პროდუქტით ვაჭრობას კრძალავს.
"მათ პროტესტს ვერ გავიზიარებ, იქედან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ წინა პანდემიის პერიოდში ყველა გარემოვაჭრე გაფრთხილებული იყო, რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება. მათი გაფრთხილება ახლაც მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვქმოქმედებთ აღნიშნული დადგენილების წესების შესაბამისად. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ისინი არ ემორჩილებიან კანონს",- აღნიშნა გრიგოლაშვილმა.
 
ცნობისთვის, დღეს ქუთაისის მერიის წინ რამდენიმე მოვაჭრემ აქცია გამართა, ისინი გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ.
 
 
 
 

ავტორი: ანა ლიპარიშვილი