|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გასულ წელს საქართველო 100 ათასმა მოქალაქემ დატოვა

2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეების რაოდენობა 99 974-ია, - ამის შესახებ  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ  მონაცემებშია  ასახული.

ეს მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებს თითქმის 35%-ით აღემატება. 

წასვლის მიზეზად ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარება და უპერსპექტივობის განცდა სახელდება.

"ხალხს ურჩევნია, თავის ქვეყანაში იშოვოს სარჩო, ახლობლები არ მიატოვოს მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. სამწუხაროდ, ეს ციფრები უკვე საგანგაშოა, იზრდება. ეკონომიკურად ეს ათი წელი რომ არ დაგვეკარგა, ზრდა რომ გვქონოდა და განვითარება ყოფილიყო, სამართლიანი საზოგადოება რომ გვქონდეს უფრო, ვიდრე გვაქვს, სასამართლომ რომ მუშაობდეს და ის განწყობა რომ არ იყოს, რომ თუ ქართულ ოცნებასთან ახლოს არ ხარ, წარმატება ვერ გექნება, დარწმუნებული ვარ, ამდენი ხალხი არ წავიდოდა", - განაცხადა ეკონომიკურმა  ექსპერტმა, გიგა ბედინეიშვილმა.

საქსტატის ცნობით,  15 ათასმა ადამიანმა შენგენის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით მიმართეს. მათმა დიდმა ნაწილმა თავშესაფარი საფრანგეთსა და გერმანიაში ითხოვა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა