|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაგა–ბაღების გაერთიანებაში თანამშრომელთა გათავისუფლება გრძელდება

ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებაში რეორგანიზაცია 16 მაისს დასრულდება. რეორგანიზაცია ამ ჯერზე ადმინისტრაციას ეხება, სადაც დაახლოებით 23 თანამშრომელი მუშაობს.

როგორც იურისტი რამაზ იობიძე "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებდა, რეორგანიზაცია შემცირებას არ გულისხმობდა და შესაძლო იყო სამსახური არავის დაეტოვებინა. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გასათავისუფლებელთა ვინაობა ცნობილია. ამ სიაში მოხვდნენ  გაერთიანების დირექტორის ორივე მოადგილე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთი დეისაძე.

დეისაძის განცხადებით, ამ დროისთვის მას გათავისუფლების ბრძანება არ ჩაბარებია.  თუმცა, არ გამორიცხავს, რომ რეორგანიზაციის პროცესში მოხდეს მისი შტატის შემცირება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა