გაწმენდილი ქუჩები დროის მცირე მონაკვეთში ხელახლა გასაწმენდი ხდება - ქუთაისის მერია
ქუთაისში საავტომობილო გზების გაუწმენდავი საფარის გამო ადგილობრივები პასუხს მერიას თხოვენ. მერიაში კი აცხადებენ, რომ ნალექის ინტენსივობა მაღალია, რის გამოც გაწმენდილი ქუჩა ცოტა ხანში ისევ გასაწმენიდი ხდება.
"ქუთაისში მთელი დღის განმავლობაში გადაუღებლად თოვს. ქალაქის მერიის ა(ა)იპ " სპეციალური სერვისების" რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა სხვადასხვა ლოკაციაზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.
თოვლის საფარისაგან იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა საუბნო ქუჩები და ხიდები. ნალექის ინტენსივობა იმდენად ხშირია, რომ სპეციალურ ტექნიკას გაწმენდილი ქუჩების ხელმეორედ გაწმენდა დროის მცირე მონაკვეთში ხელახლა უწევს.
მობილიზებულია სამსახურის ყველა სტრუქტურული ერთეული და სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება", - ნტქვამია მერიის განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა