გახადე გამჭვირვალე სარეზერვო ფონდი - ქუთაისის მერს გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები, ქალაქის მერს შიდააუდიტის დასკვნების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.
ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, მერიის სარეზერვო ფონდი 200 ათასი ლარით გაიზარდა და 1 მილიონ 200 ათას ლარს შეადგენს.
როგორც ხათუნა არველაძემ ბრიფინგზე თქვა, საარჩევნო წელს ხალხის თანხებს "ქართული ოცნება" აქტივისტების დასაფინანსებლად იყენებს.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, როდესაც ხელისუფლება რუსული კანონით არასამთავრობოებისა და მედიის გამჭვირვალობას ითხოვს, თავად უნდა იყოს გამჭირვალე, შეასრულოს კანონი და ხარჯები გაასაჯაროვოს.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა