გახდა თუ არა მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი სასწრაფოს დაგვიანება? - შემთხვევა ქუთაისში
ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას სასტუმრო "თბილისის" მცხოვრებლები ავრცელებენ.
მათი თქმით, 112-ზე რამდენჯერმე დარეკეს, თუმცა ჯგუფი მხოლოდ 45 წუთის დაგვიანებით მივიდა, მათ კი 74 წლის ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი ქალი არ ავადმყოფობდა, ის დღეს კარგად იყო, საღამოს გულის შეტევა ქონდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ბრალდებას უარყოფენ, მათი თქმით, დეტალურ ინფორმაციას მოკლე ხანში გაავრცელებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა