გაყალბების მანქანის ჭანჭიკებს ჩვენ არასდროს მხარს არ დავუჭერთ - გიორგი ვაშაძე
გაყალბების მანქანის ჭანჭიკებს ჩვენ არასდროს მხარს არ დავუჭერთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მე რთულად წარმომიდგენია ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარი დავუჭიროთ. გასაუბრებამაც აჩვენა, რომ ისინი არიან ძალიან მიკერძოებული, ხელის ჩინოვნიკები, რომლებიც შეარჩიეს საარჩევნო გაყალბების მანქანიდან. ასე რომ, მათ ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ. დანარჩენ კანდიდატებთან მიმდინარეობს გასაუბრება, სადაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „შარლ მიშელის რეფორმების ფრაქცია" იღებს მონაწილეობას და საბოლოო პოზიციებს ჩამოვაყალიბებთ ამის შემდეგ.
წინასწარ ვამბობდით, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც სტრეს-ტესტი, წნეხის ტესტი აქვს გავლილი, ვერც ერთმა ამ კანდიდატმა გასაუბრებაზე ვერ დაასახელა ვერც ერთი ფაქტი, სადაც გაუძლეს რამე წნეხს, პირიქით, ერთი იურიდიული სამსახურის უფროსი იყო და მეორე „ეიჩარის“ უფროსი.
ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული მინუსები თავიანთ წარსულში და ამ მინუსებიდან ჩანს, რომ ისინი არიან გაყალბების მანქანის ჭანჭიკები, ჭანჭიკებს ჩვენ არასდროს მხარს არ დავუჭერთ,"- განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი არიან.
ავტორი: ნიუპრესი