|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეკორდულად გაზრდილი ფასები და ინფლაციის მაჩვენებელი - „საქსტატის“ ახალი მონაცემები

 პური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო კი 20.6%-ით გაძვირდა, - ახალ მონაცემებს „საქსტატი“ ავრცელებს, 

ფასები  წელთან შედარებით 22.1%-ით გაზრდილია რძეზე, ყველსა და კვერცხზეც.

„წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.22 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (26.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (22.1 პროცენტი),

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.9 პროცენტი),

ყავა, ჩაი და კაკაო (20.6 პროცენტი),

ზეთი და ცხიმი (18.3 პროცენტი),

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი),

თევზეული (12.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.0 პროცენტი),

ბოსტნეული და ბაღჩეული (3.5 პროცენტი),

ხილი და ყურძენი (3.4 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.6 პროცენტით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.

ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (13.2 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.5 პროცენტიანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (27.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.7 პროცენტი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება მიმდინარე თვის მონაცემებს, „საქსტატის“ ინფორმაციით, ოქტომბერში ფასები გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ასევე ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე.

მათივე მონაცემების თანახმად, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 2 პროცენტით შემცირდა.

ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-6.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-2.0 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა