გელათი ნადგურდება, თეა წულუკიანი კი აზრის დევნით არის დაკავებული - გიგა შუშანია
გელათი ნადგურდება, კუკტურის მინისტრის პრიორიტეტი კი განცხვავებული აზრის დევნაა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია აცხადებს.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის თქმით, გელათში სამუშაოები შეჩერებულია და ტაძარი ყოველდღიური საფრთხის ქვეშ არის.
"მაშინ, როდესაც გელათი ნადგურდება, ქალბატონი წულუკიანის პრიორიტეტი არის განსხვავებული აზრის დევნა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ მოწვეული იყოს საერთაშორისო ექსპერტები და მოხდეს გასაჯაროება, რა გეგმა გააჩნია ხელისუფლებას გელათის გადასარჩენად. უყურებთ, რომ არანაირი სამუშაო მიმდინარეობს და ყოველდღიურად ნადგურდება ტაძარი. ამ წუთში დაკავებული არიან სხვებისკენ ხელის გაშვერით.
თუ თვითონ არ ყოფნით კომპეტენცია, ჩართონ კომპეტენტური ადამიანები, სხვა მხრივ შეუძლებელი გახდება ამ უნიკალური ფრესკების გადარჩენა. დროულად უნდა დაიდოს გეგმა რას აპირებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგი დადგება"-განაცხადა გიგა შუშანიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი