|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათი თქვენს გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ - მეუფე იოანე ჟურნალისტებს მიმართავს

გელათი თქვენს გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ - ამის შესახებ  ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელმა განაცხადა გელათის დაკეტვასთან დაკავშირებით.

მეუფის თქმით, ტაძარში იუნესკოს ექსპერტები მუშაობენ და ხელი ეშლებათ.

"თქვენ ხომ კარგად იცით, რატომ არის დაკეტილი და რატომ მეკითხებით? ჩემზე კარგად იცით ყველაფერი. "იუნესკოს" ექსპერტები არიან ჩამოსული და თქვენ ხელს უშლით მუშაობაში, ამიტომ დაკეტილია. თქვენს გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ. მრევლს ლოცვის და წირვის საშუალება აქვს. მრევლი არ ზარალობს ამით. პირიქით, ჩვენი ინტერესია, სწორი დიაგნოზო დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს"-განაცხადა მეუფე იოანემ.

კითხვაზე, რამდენად იმედიანად არიან, რომ უცხოელი ექსპერტების ჩართულობით გამოსწორედება ხარვეზები,  პასუხობს, "გითხარით, "იუნესკოს" ექსპერტები უძლური არიან, თქვენ ვერ უშველით ვერაფერს".

შეგახსენებთ, 23 ივნისიდან იუნესკოს ექსპერტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით ისტორიულ გელათის მონასტერში მისულ მრევლს და მომლოცველებს მონასტრის ეზოში შესვლის საშუალება არ აქვს.  მათ ტერიტორიაზე დაცვის სამსახური არ უშვებს.

დაკეტილია სამონასტრო კომპლექსში არსებული სამივე ეკლესია - წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის და ღვთისმშობლის შობის ტაძარი.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა