|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის დროებითი გადახურვის მოსამზადებლად ლოჯისტიკური სამუშაოები მიმდინარეობს

გელათის სამონასტრო კომპლექსში რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ლოჯისტიკური სამუშაოები მონასტრისთვის ერთიანი დროებითი გადახურვის მოსამზადებლად.

კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის დავით ლორთქიფანიძის თქმით, ამ ეტაპზე შემუშავებულია სამუშაო პროექტი და გადაგზავნილია იუნესკოში.

მონასტრის გადახურვა დაიწყება გაზაფხულზე, მაშინ მოიხსნება არსებული დროებითი გადახურვა, რომელიც დაზიანებული ფრესკების გამოშრობას უშლის ხელს.

ავტორი: ნიუპრესი