გელათის მონასტერში დაზიანებული სახურავიდან წყალი აღარ ჩაედინება - მეუფე იოანე
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოვლენილ ხარვეზებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე გამოეხმაურა.
იოანე გამრეკელის თქმით, მას აქვს ინფორმაცია არსებული პრობლემის შესახებ, თუმცა ამბობს, კულტურული მემკვიდროების სააგენტო ცდილობს პრობლემის მოგვარებას, მისივე ინფორმაციით, დაზიანებული სახურავიდან წყალი აღარ ჩაედინება.
რაც შეეხება კითხვას ვენტილაციის პრობლემასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მას ტაძარში კლიმატის ცვლილება არ უგრძვნია.
მეუფე იმედოვნებს, რომ პრობლემა მალე მოგვარდება. შეგახსენებთ, გელათი ტაძარზე სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს პრობლემები შეიქმნა. კრამიტი დაზიანდა, ტაძარში წყალი ჩავიდა, რამაც ფრესკები დააზიანა.
პრობლემას ადასტურებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში და აცხადევენ, რომ სახურავის სრულად შეცვლა მოხდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი