|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის მონასტერზე 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია -კულტურის სამინისტრო

ძირითადი ტაძრის სახურავის, დაახლოებით, 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია, ამის შესახებ კულტურის მინისტრისა და ექსპერტების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე ითქვა. 

შეხვედრაზე, რომელშიც ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, კულტურის სამინისტრომ პირველი გადაწყვეტილება მიიღო.

"გადაწყვეტილება იქნა მიღებული სახურავის მოწყობის ტექნოლოგიაზე (მათ შორის, კირდუღაბის შემადგენლობისა და ხარისხის) კვლევის ჩატარების; უკვე დაგებული წითელი მოჭიქული კრამიტიდან ნიმუშების აღებისა და მათზე ექსპერტიზის ჩატარების; ასევე, წყალამრიდების მოწყობის პროექტის უმოკლეს ვადაში შემუშავების თაობაზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ეს სამუშაო საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, რაც სავალალოა ქვეყნის ბიუჯეტისა და ისეთი მწირი ბიუჯეტის მქონე უწყებისათვის, როგორიც საქართველოს კულტურის სამინისტროა“, – განაცხადეს შეხვედრისას მინისტრმა და მოწვეულმა ექსპერტებმა.

შეგახსენებთ, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლიდან მიმდინარეობს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ტაძარში წვიმის წყალი ჟონავს, რაც უნიკალურ მხატვრობას აზიანებს. 

 „ფლანგვის დეტექტორის“ მონაცემებით, 2015-2020 წლებში, გელათის მონასტრის გადახურვაში 1 453 00 ლარი დაიხარჯა.

ავტორი: ნიუპრესი