გელათის მონასტერი, შესაძლოა, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დააბრუნონ
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესია, სადაც სხვა საკითხებთან ერთად იხილება გელათის სამონასტრო კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხი. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჯერ კიდევ 1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების შედეგად, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა გადატანილი (34 ჩOM 7B.88).
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველი ორგანოს - IჩOMOშ-ის შეფასებით ბაგრატის საკათედრო ტაძარმა სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად დაკარგა განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულება, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა, გაითვალისწინა რა გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რეაბილიტაციის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევა, 2013 წელს მიიღო უპრეცენდენტოდ კომპრომისული გადაწყვეტილება (37 ჩOM 7A.32), რითაც სახელმწიფოს დაევალა ბაგრატისა და გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის დოკუმენტაციის მომზადება, რათა შექმნილიყო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში გელათის მონასტრის დამოუკიდებელი ძეგლის სტატუსით დაბრუნების შესაძლებლობა.
ამ ახალი გამოწვევის საპასუხოდ, სახელმწიფომ არ დაიშურა ძალისხმევა, რათა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და IჩOMOშ-თან აქტიური თანამშრომლობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოემზადებინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო პროცესები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპებთან და მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან ინტენსიური და ნაყოფიერი კომუნიკაციის ფონზე"-განამრატავენ სამინისტროში.
სამინისტროში, ასევე განმარტავენ, რომ სახელმწიფო, მსოფლიო მემკვდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან თანამშორმლობით, აქტიურად მუშაობს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნული წინასწარული ნუსხის განახლებაზე, რაც მყარ საფუძველს ქმნის მომავალ წლებში მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის ფარგლებში ახალი წარმატებული ნომინაციებისათვის, რათა საქართველოს უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მრავალფეროვნებაღირსეულად წარმოჩინდეს მსოფლიო მემკვიდრეობის რუკაზე.
ან თემაზე:გელათისა და ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნების საკითხი განიხილება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი