|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გელათის რესტავრაცია გასამხედროებულ-გასაიდუმლოებული წესით მიმდინარეობს"

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ორგანიზებით, გელათის სამონასტროს კომპლექსთან დაკავშირებით საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დეპუტატებმა ექსპერტებისგან გელათის რესტავრაციის პროცესთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია მოისმინეს.

პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გელათის თემას საჯაროობა სჭირდება. მისი შეფასებით, დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებები ძეგლის შეუქცევადად დაზიანების საფრთხეს ქმნის.

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ გელათის რესტავრაცია, შეიძლება ითქვას, რომ გასამხედროებულ-გასაიდუმლოებული წესით მიმდინარეობს. კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი და სამინისტრო ინფორმაციას არ ასაჯაროვებს, არ პასუხობს დეპუტატების კითხვებს, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. სრულიად გაუმჭვირვალეა პროცესის როგორც შინაარსობრივი ნაწილი, რამდენად სწორად და ხარისხიანად მიმდინარეობს გელათის გადარჩენა, ასევე ფინანსური ნაწილიც. შევთანხმდით, რომ დეპუტატებს ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვექნება დარგის სპეციალისტებთან, რომ გადავარჩინოთ გელათი და არ დავუშვათ საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის განადგურება. ამ მიზნით, ჩვენ დავგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ნაწილობრივ, დღესაც ვისაუბრეთ ამის თაობაზე რისი გაკეთებაა შესაძლებელი. უმნიშვნელოვანესია, რომ გელათის თემა ხელისუფლებამ ვერ მიაჩუმათოს და ჩვენი მეშვეობით მუდმივად იყოს დღის წესრიგში როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

 მთავარი

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა