|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით იკეტება - საპატრიარქო

გელათის სამონასტრო კომპლექსი 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე დაიკეტება - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ გელათის დროებით დაკეტვა მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოებმა განაპირობა.

`გაცნობებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლესში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში. 

გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან - 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი. 

გთხოვთ, გავითვალისწინოთ განცხადების შინაარსი და გაგებით მოვეკიდოთ მას" - აცხადებს საპატრიარქო

 
 
 

 

ავტორი: