|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის სამონასტრო კომპლექსში ICOMOS/ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია იმყოფება

გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული სამუშაოების შეფასების მიზნით, კულტურის სამინისტროს მოწვევით, საქართველოს ICOMOS/ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. 
"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 22 ივლისის მოწვევის შედეგად, საქართველოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS-ისა (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვია. მისიის შემადგენლობაში არიან ICOMOS-ის მრჩეველი არქიტექტურის მიმართულებით ალკივიადეს პრეპისი, ICCROM-ის პროგრამების განყოფილების მენეჯერი (კედლის მხატვრობის სპეციალისტი) მაგარი ვალერი და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (WHC) ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის პროგრამების სპეციალისტი ირენა კაკეტი. მისია საქართველოში 2 დეკემბრამდე დაჰყოფს.
მისიის მიზანია, შეაფასოს გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის საერთო მდგომარეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 და 2022 წლებში კონსერვაციის გასაუმჯობესებლად ჩატარებული სამუშაოები, ღვთისმშობლის ტაძრის მკლავებში კედლის მხატვრობის კონსერვაცია-რესტავრაციისთვის გამოყენებული მეთოდები და მასალები, ასევე - საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები. მოწვეული ექსპერტები გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს და სწორედ მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით და ქართველ ექსპერტებთან კონსულტაციით შეიმუშავებს შემდგომ სამოქმედო გეგმას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა